აშშ რუსეთს ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარებს, თუ ის უკრაინელ ბავშვებს არ დააბრუნებს, – ამის შესახებ სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა.

„რუსეთ-უკრაინის ომის დროს რუსეთმა 19 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი გაიტაცა. ბავშვების სამშობლოდან მოპარვა საზიზღარი და ბარბაროსული ქმედებაა. როგორც წლის დასაწყისიდან ვამბობ, ვაპირებ კანონპროექტის მიღებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად გამოცხადდება, თუ ისინი ბავშვებს არ დააბრუნებენ. ეს სხვა ქვეყნებისა და ბიზნესებისთვის პუტინის რუსეთთან ბიზნესის კეთებას საშიშს გახდის”,- წერს გრემი სოციალურ ქსელში.

თარგმანი: პირველი არხი