დონალდ ტრამპი არც ობამაა და არც ბაიდენი, მასთან თამაშს ვერ შეძლებთ, - ამის შესახებ აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი X-ზე წერს.
"რუსეთში ჩემს მეგობრებს: პრეზიდენტ ტრამპს მშვიდობა სურს და არა - კონფლიქტი. თუმცა, გთხოვთ გესმოდეთ, რომ ის არც ობამაა და არც ბაიდენი, მასთან თამაშს ვერ შეძლებთ. ზედმეტად ბევრს თამაშობთ", - წერს სენატორი გრემი.