წმინდა გაბრიელი (ქიქოძე) 1825 წელს ოზუოზურგეთის მერის მოადგილეები სოფო რამიშვილი და გურამ გოლიაძე, წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

რგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში დაიბადა. მთელი ცხოვრება საქართველოში ქრისტიანული რწმენის განმტკიცებას, განათლების მხარდაჭერასა და ქველმოქმედებას მიუძღვნა. განსაკუთრებულად მდიდარია მისი მოღვაწეობა ქართული ენის დაცვისა და ეროვნული ცნობიერების წინსვლის მიმართულებით. მის დროს აშენდა და აღდგა 200-ზე მეტი ტაძარი, ხოლო ქვეყანაში დაფუძნდა ასამდე სამრევლო სკოლა, ქალთა სასწავლებელი და სასულიერო სემინარია.

ღონისძიების ფარგლებში, ბახვის წმინდა გაბრიელის სახელობის ტაძარში ჩატარდა წმინდა მღვდელმთავრისადმი მიძღვნილი წირვა-ლოცვა, რომელიც შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა აღავლინა. ბახვის საჯარო სკოლაში კი გაიმართა სემინარი მისი ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ, ხოლო ესეების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.