ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
"ამ დღეს ლატვია იხსენებს 17 წლის წინ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი აგრესიის მსხვერპლს. ჩვენ ვგმობთ უკანონო თავდასხმას და საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მისი ხალხის უფლებას, თავად აირჩიონ საკუთარი მომავალი, მხარს მტკიცედ ვუჭერთ" - წერია განცხადებაში.