17 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით უცვლელი დარჩა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება კვლავ 2.8412 ლარია.

ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.40 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9276 ლარი გახდა.

ერთი გირვანქა სტერლინგთან კურსი 0.06 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ფუნტის ღირებულება 3.4683 ლარი გახდა.