აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი მიიჩნევს, რომ 30-დღიანი ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და ხანგრძლივი ომის დასრულების პროცესის დასაწყისი იქნება.

"30-დღიანი ყოვლისმომცველი (საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო, ინფრასტრუქტურული) ცეცხლის შეწყვეტა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და ხანგრძლივი ომის დასრულების პროცესის დასაწყისის იქნება. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთხელ თქვა, შეწყვიტეთ მკვლელობები - ახლავე", - წერს კელოგი Х-ზე.

შეგახსენებთ, 10 მაისის სამიტის შემდეგ, "მსურველთა კოალიციამ" მოითხოვა, რუსეთი დათანხმდეს 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას 12 მაისიდან. ამის შემდეგ პუტინი გამოვიდა წინადადებით, რომ უკრაინასთან სამშვიდობო ზავზე მოლაპარაკებები სტამბოლში 15 მაისს გაიმართოს.