რუსეთისა და უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი რუსეთის მიერ სუმზე თავდასხმას ეხმაურება.

„ბზობის დღეს რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმა სუმში, სამოქალაქო ობიექტებზე სცდება ღირსების ნებისმიერ ზღვარს. ათეულობით სამოქალაქო პირია დაღუპული და დაჭრილი. როგორც ყოფილ სამხედრო ლიდერს, მესმის სამიზნეების შერჩევა და ეს არასწორია. სწორედ ამიტომ მუშაობს პრეზიდენტი ტრამპი ამ ომის დასასრულებლად“, – წერს კელოგი.

შეგახსენებთ, რუსების მიერ სუმზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, 34 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 117 ადამიანი დაშავდა.