ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი წერს.
ბრიუსელში მცდელობები გააქტიურებულია მცდელობები „მსურველთა კოალიციის“ შესაქმნელად. კირ სტრამერის გეგმას, უკრაინაში სამშვიდობო ძალების განლაგების თაობაზე, შეიძლება ოცი ქვეყანა შეუერთდესწ, - წერს The Telegraph-ი.
რუსეთსა და უკრაინას შორის სამწლიანი ომის დასრულების იმედით ინგლისის და საფრანგეთის მიერ შემუშავებულ წინადადებების განხილვის შემდეგ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი წარმოადგენენ წინადადებებს ომის შემდგომი მოგვარების შესახებ რუსეთსა და უკრაინას შორის სამწლიანი ომის დასრულების იმედით.
ავსტრალიამ, ირლანდიამ, ლუქსემბურგმა, ბელგიამ და თურქეთმა, რომელსაც შეერთებული შტატების შემდეგ ნატოში სიდიდით მეორე არმია ჰყავს, საჯაროდ განაცხადეს, რომ ომის შეწყვეტაზე შეთანხმების აღსრულებაში დახმარების მიზნით უკრაინაში სამშვიდობო ჯარების გაგზავნას განიხილავენ..
რიგი სხვა ქვეყნები, მათ შორის, კანადა, დანია და შვედეთი. არ გამორიცხავენ ჯარების გაგზავნას.
გეგმები საბოლოოდ წარედგინება დონალდ ტრამპს, როგორც მცდელობის ნაწილი, დაიბრუნოს მისი მხარდაჭერა და უზრუნველყოს აშშ-ს მონაწილეობა ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებაში.
ევროპელი ლიდერები ხუთშაბათს ბრიუსელში შეიკრიბნენ, რათა განეხილათ თავდაცვის ხარჯები და უკრაინაში სამშვიდობო გეგმის გზა. სამიტზე მყოფმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, რომელმაც უზრუნველყო, რომ უკრაინა „მარტო არ არის".
იმავდროულად, რუსეთმა განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების შესვლა.
„ეს ნიშნავს ნატოს პირდაპირ ჩართვას ომში"- თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.