ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლებლობა ჰქონდა, „ლივერპულში“ ეთამაშა, რადგან ინგლისელები მასში 100 მილიონ ევროს იხდიდნენ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს.
„გასულ ზაფხულს, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში „ლივერპულმა“ კვარაცხელიას შეძენის მიზნით „ნაპოლის“ დაახლოებით 100 მილიონი ევრო შესთავაზა და ნეაპოლელებს მისი ერთწლიანი იჯარით დატოვება ურჩია, თუმცა „ნაპოლიმ“ ეს წინადადება უარყო“, – წერს დი მარციო.
ჟურნალისტმა ეს ინფორმაცია ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ გაავრცელა, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ და „ლივერპული“ შეხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლი“ 2025 წლის იანვარში დატოვა. პარიზულმა კლუბმა მის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადა.