მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში პირველი სხდომა გაიმართა. ამაღლობელი ამ საქმის ფარგლებში დაკავებიდან მალევე, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დაახლოებით 12 საათში აიყვანეს ის უკვე სისხლის სამართლის დანაშაულისთვის.
"ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის კოლეგები აცხადებდნენ, რომ თავდაპირველად ჟურნალისტი კედელზე საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს, პოლიცია კი აცხადებდა რომ აქტივისტები მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ - სწორედ ეს წერია დაკავების ოქმშიც.
სასამართლოში ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვას ესწრებოდნენ ლიეტუვის ელჩი, ასევე ნორვეგიის და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები.