უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალის ოთხი წყვილის პირველი შეხვედრები იმართება.

პარიზში, „პარი სენ-ჟერმენი“ „ლივერპულს“ მასპინძლობდა.

შეხვედრის მე-20 წუთზე ვიტინიას გადაცემის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ (Flashscore - 7,5)  მასპინძლები დააწინაურა, მაგრამ მსაჯმა ვიდეორეფერის ჩარევის შემდეგ გოლი არ ჩათვალა.

პირველი ნახევარი მასპინძელთა დიდი უპირატესობით წარიმართა, ხვიჩა კვარაცხელია ორივე გუნდში გამორჩეულია. მასზე მაღალი შეფასება პირველ ტაიმში თანაგუნდელებისგან ნუნუ მენდეშმა (7,9), სტუმრებიდან კი მათ შორის კვარაცხელიას ბრწყინვალე დარტყმების მომგერიებელმა მეკარე ალისონმა (8,5) დაიმსახურეს.

შეხვედრის მეორე ნახევარი კვლავ მასპინძლების უპირატესობით მიმდინარეობდა. კიდევ უფრო უკეთ ათამაშდა ხვიჩა კვარაცხელია, რომლის დარტყმული საჯარიმოც თითების წვერებით სასწაულებრივად მოიგერია კუთხურზე ალისონმა, მაგრამ გოლი კვლავ ვერ გაიტანეს და შეხვედრის მიწურულს, ერთ-ერთ იშვიათი სწრაფი შეტევის შემდეგ „ლივერპულმა“ შეძლო გოლის გატანა.

მატჩი გმირი „ლივერპულის“ მეკარე ალისონი (შეფასება 9,1) იყო. პარიზელთაგან საუკეთესო შეფასებები უსმან დემბელემ (7,8) და ხვიჩა კვარაცხელიამ (7,5) დაიმსახურეს

„პარი სენ-ჟერმენი“ - „ლივერპული“ 0:1(0:0)
გოლი: 87' ჰარვი ელიოტი

როტერდამში, სადაც ადგილობრივი „ფეიენორდი“ მილანის „ინტერს“ მასპინძლობდა, მატჩი სტუმრებმა 2:0 მოიგეს.

„ფეიენორდი“ - „ინტერი“ 0:2(0:1)
გოლები: 38' მარკუს ტურამი 0:1, 50' ლაუტარო მარტინესი 0:2
65-ე წუთზე პიოტრ ზელინსკის დარტყმული თერთმეტმეტრიანი ნიდერლანდელთა მეკარე ტიმონ ველენრაითერმა მოიგერია

„ბაიერნი“ - „ბაიერი“ 3:0(1:0)
გოლები: 9' ჰარი კეინი, 54' ჯამალ მუსიალა 2:0, 75' ჰარი კეინი, თერთმეტმეტრიანიდან 3:0
გაძევება: 62' ნორდი მუკიელე („ბაიერი“, მეორე ყვითელი)

„ბენფიკა“ - „ბარსელონა“0:1(0:0)
გოლი: 61' რაფინია („ბარსელონა“)
გაძევება: 22' პაუ კუბარსი („ბარსელონა“, წითელი ბარათი)

მასალა განახლებულია.