კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად, რამაც ტერიტორიების დატბორვა გამოიწვია, დნიპროს მარცხენა სანაპიროზე დაინგრა რუსეთის ძალების თავდაცვის პოზიციები. ამის შესახებ ომის შემსწავლელ ინსტიტუტში აცხადებენ (ISW).
ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, კახოვკის კაშხლის განადგურება არსებითად ცვლის ხერსონის ფრონტის მონაკვეთის გეოგრაფიასა და ტოპოგრაფიას.
ISW-ში აღნიშნავენ, რომ 7 ივნისს ინფრაწითელი დიაპაზონით (NIR) გადაღებული ფოტოები ადასტურებს, რომ სერიოზულად არის განადგურებული რუსეთის თავდაცვითი პოზიციები დნიპროს აღმოსავლეთ ნაპირზე.
ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევა ზეგავლენას მოახდენს რუსეთის სამხედრო პოზიციებზე დნიპროს აღმოსავლეთ ნაპირზე. წყალდიდობამ დაანგრია რუსული საველე სიმაგრეები, რომელთა გამოყენებასაც რუსი სამხედროები უკრაინის შეტევის წინააღმდეგ აპირებდნენ. სწრაფმა წყალმოვარდნამ სავარაუდოდ, გამოიწვია რუსეთია არმიის პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის უკან დახევა რუსეთის ჯარის ძირითადი კონცენტრაციის ადგილებიდან“, - აღნიშნულია ISW-ის ანგარიშში.