ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, რუსეთი უკრაინასთან ომში ახლა ძლიერ  პოზიციაში არ იმყოფება და საჭიროა მისი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება. ამის შესახებ კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხშია შესული და ამ ეტაპზე პროცესში "რეალურად არაფერი ხდება".

კალასის შეფასებით, რუსეთი დღეს სუსტ მოლაპარაკებით პოზიციაშია, რის გამოც საერთაშორისო პარტნიორებმა ძალისხმევა უნდა მიმართონ იმისკენ, რომ მოსკოვი მოლაპარაკებების პროცესში დაბრუნდეს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ჩინეთმა, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობები აქვს რუსეთთან და შეუძლია გავლენა მოახდინოს ომის შეწყვეტის მიმართულებით.

ჩინეთის შესაძლო როლზე სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, კაია კალასმა განაცხადა, რომ ჩინეთი, რომელსაც რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები აქვს, შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს და შეუძლია რუსეთი ომის შეწყვეტაში დაარწმუნოს.