რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები შეფერხებულია და რეალურად არაფერი ხდება, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

როგორც კაია კალასი აღნიშნავს, ამავდროულად, ჩანს, რომ რუსეთი უკრაინასთან ომში არც ისე ძლიერ პოზიციაშია.

მისივე თქმით, ჩინეთს შეუძლია, რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას.

"უკრაინასთან დაკავშირებით ვხედავთ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. რეალურად, იქ არაფერი ხდება, თუმცა, ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ყველაზე ძლიერ პოზიციაში არ არის და საჭიროა ზეწოლის გაგრძელება, რათა ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდნენ. ასევე, უნდა მოვუწოდოთ ჩინეთს, რომელსაც რუსეთთან ახლო ურთიერთობა აქვს, ისეთ როლს თამაშობს, რომელსაც ნამდვილად შეუძლია, დაარწმუნოს ისინი, შეწყვიტონ ომი", – აღნიშნა კალასმა.