დღეს საერთაშორისო აღიარების მქონე ქართველი არტისტი ნუცა ბუზალაძე, ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს.
მომღერალი ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში, თანამედროვე მუსიკალური პროექტით „ნუცას Live Show“ წარდგება.
ნუცას პირველი მასშტაბური სოლო შოუ ბათუმში, აერთიანებს მსოფლიო შოუ ბიზნესის ვარსკვლავების ამერიკელი მუსიკოსებისგან შემდგარ ბენდს. სრულიად ახალი არანჟირებითა და თანამედროვე ჟღერადობით იქნება წარმოდგენილი საკონცერტო პროგრამა.




