საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. 


შეხვედრებზე  მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა მათი დროულად და ხარისხიანად დასრულების აუცილებლობაზე. 
ამასთან, სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში არსებულ გამოწვევებზე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქტუალურ საკითხებსა და მათზე ეფექტიანი რეაგირების საშუალებებზე  ისაუბრეს. - ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო  ავრცელებს.