დღეს, ბრატისლავაში, 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეებმა დაასრულეს ასპარეზობა და მედლებისთვის ბრძოლაში ქალები ჩაებნენ.

60 და 82 კგ წონებში ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები, კახაბერ გოგინაშვილი (60კგ) და ლუკა ფიფია (82კგ) ათეულში ვერ მოხვდნენ და საქართველოს ნაკრებს ქულები ვერ შესძინეს.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრები 85 ქულით გუნდურ ჩათვლაში მე-6 ადგილზე გავიდა.



ქალებში საქართველოს ნაკრების სამი მონაწილიდან დღეს ხალიჩაზე მირანდა კაპანაძე - პირველი ქართველი მოჭიდავე ქალი, რომელმავ ევროპის ცემპიონის ტიტული მოიპოვა - გავიდა. მან მერვედფინალში 2:13 წააგო იაპონელ საკურა ონიშისთან, რომელმაც სხვა სამი მეტოქე10:0, 11:0 და 10:0 დაამარცხა და ხვალ ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.

ხვალ, მირანდა კაპანაძე რეპეშაჟში უნგრელ ბარბარა ბაგერს შეხვდება, მასთან მოგების შემთხვევაში კი ამერიკელ ბელა უილიამს. მათ შორის გამარჯვებული ბრინჯაოს ფინალში რუს ეკატერინა რადიშევასთან იჭიდავებს.

მოამზადა რაულ კაპანაძემ