ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში,  ვლადიმირ კომაროვის სახელობის N199 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება.

ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა ხეების სხვლა-ფორმირება, ამჟამად კი 4000 კვ. მ ფართობზე საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს. 

გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში მოეწყობა დასასვენებელი სივრცე და ახალი სპორტული მოედანი, ასევე, განახლდება ორი სპორტული მოედანი.

პროექტების ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 1 500 000 ლარია.

სამუშაოებს ადგილზე  საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილე კახა აბულაძე, ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი, დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი ბექა გელენავა და სკოლის დირექტორი ვახტანგ ჯაოშვილი გაეცნენ.