ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 9 მაისის განცხადებები შეაფასა.

"ის, რასაც სინამდვილეში ეს განცხადება აჩვენებს, არის ის, რომ ის არ იმყოფება ძლიერ პოზიციაში. ამიტომ, ვფიქრობ, გაჩნდა ომის დასრულების შესაძლებლობა", - განაცხადა კალასმა.

პუტინის გამონათქვამები ომის "დასრულების" შესახებ და - პირველად - მისი მზადყოფნა, შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ ნეიტრალურ ტერიტორიაზეც, როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ, აღქმული იყო როგორც დათმობებზე წასვლის მზაობის ნიშანი.