ახლა რუსეთზე ზეწოლის შესუსტების დრო არ არის და ევროპა ამას არც გააკეთებს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა.
ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსულ დიზელზე სანქციების შეჩერება მოსკოვს ომის საწარმოებლად დამატებით შემოსავალს აძლევს.
„ორ დღეში რუსეთის თავდასხმებს 80-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ამასთანავე, რუსეთმა გააძლიერა ჰიბრიდული თავდასხმები ევროპის წინააღმდეგ — როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ისე ნატო-ს მოკავშირეების მიმართ… ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აპირებენ, დაამტკიცონ სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ რუსეთის სამხედრო მანქანის წინააღმდეგაა მიმართული”, – აღნიშნა კაია კალასმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან წარმატებული მოლაპარაკების შემდეგ რუსეთი აშშ-სა და გლობალურ ბაზარს 1.8 მილიონ ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.
Russian strikes killed over 80 Ukrainian civilians in two days. Moreover, it has stepped up its hybrid attacks against Europe, both EU Member States and NATO Allies. Suspending sanctions on Russian diesel provides Moscow with more revenues to wage war. This is not the time to ease pressure on Russia, and Europe won’t. On Monday, EU Foreign Ministers intend to approve the biggest set of sanctions listings targeting Russia’s war machine since the start of the war.
— Kaja Kallas (@kajakallas) October 10, 2026










