აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კრასნოგორსკში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
ამის შესახებ ბრიფინგზე ჟურნალისტებს თეთრი სახლის სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განუცხადა.
„ყველა ვხედავთ შეტყობინებებსა და ვიდეოკადრებს მოსკოვიდან. ვცდილობთ, მეტი ინფორმაცია მივიღოთ. საზარელი კადრებია, ამის ყურება ძალიან მძიმეა. ეს მძიმე დღე იქნება, ჩვენი ფიქრებით ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლებთან ვართ“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.
მისივე თქმით, აშშ-ის არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია მოსკოვში დაგეგმილი ტერაქტის შესახებ. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, თავდასხმის უკან უკრაინა იდგეს, ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინა ან უკრაინელები რაიმე კავშირში არიან ტერაქტთან.
მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა.