ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
უილსონი სოციალურ ქსელში სინირლიოღლუსთვის მიწერილ წერილს აქვეყნებს და განმარტებასაც ურთავს.
„როგორც ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, მოვუწოდე ეუთო-ს გენერალურ მდივან სინირლიოღლუს, გადადოს მისი მგზავრობა თბილისში. ნებისმიერი ვიზიტი ივანიშვილის არალეგიტიმურ რეჟიმთან არასწორად იქნება აღქმული, როგორც მათ მიერ ხელისუფლების ტირანული მიტაცების მოწონება. ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ ქართველი ხალხის გვერდით“, – წერს ჯო უილსონი სოციალურ ქსელში.
As @HelsinkiComm Co-Chairman, I have urged @OSCE Secretary General Sinirlioğlu to postpone his trip to Tbilisi. Any visits to the illegitimate Ivanishvili regime would only be misrepresented as an endorsement of their tyrannical takeover. We must stand with the Georgian people! pic.twitter.com/ELoD63jvvE
— Joe Wilson (@RepJoeWilson) April 18, 2025