ჯო ბაიდენის განცხადებით, მან შვებით ამოისუნთქა, როდესაც შეიტყო, რომ დონალდ ტრამპი უვნებელია. 

"ჩემი გუნდისგან მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფედერალური სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შესაძლო მკვლელობის მცდელობას. ეჭვმიტანილი დაკავებულია და მსურს, დადებითად შევაფასო საიდუმლო სამსახურის მუშაობა.

როგორც მე არაერთხელ მითქვამს, პოლიტიკურ ძალადობას ან ნებისმიერი სახის ძალადობას არ აქვს ადგილი ჩვენს ქვეყანაში. დავავალე ჩემს გუნდს, განაგრძონ იმის უზრუნველყოფა, რომ საიდუმლო სამსახურს ჰქონდეს ყველა საჭირო რესურსი, შესაძლებლობა და დამცავი მექანიზმი ყოფილი პრეზიდენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", – აღნიშნა ბაიდენმა.