აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა და 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა სავარაუდოდ მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ საიდუმლო სამსახურსა და სამართალდამცავ ორგანოებს მისი უსაფრთხოების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა. 

"შესრულებული სამუშაო აბსოლუტურად ბრწყინვალე იყო. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო თანაგრძნობისა და კეთილი სურვილებისთვის. ნამდვილად საინტერესო დღე იყო! რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მადლობას ვუხდი აშშ-ს საიდუმლო სამსახურს, შერიფ რიკ ბრედშოუსადა მის ადმინისტრაციას, რომელიც ერთგული და მამაცი პატრიოტებისგან შედგება და მთლიანად სამართალდამცავ ორგანოებს Trump International-ში ჩემს, აშშ-ს 45-ე პრეზიდენტისა და მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა კანდიდატის, დასაცავად მათ მიერ შესრულებული წარმოუდგენელი სამუშაოსთვის". - წერს ტრამპი. 

15 აგვისტოს ფლორიდაში ტრამპის გოლფის მოედნის გარეთ ცეცხლსასროლი იარაღით სროლა მოხდა, რაც FBI-ის თქმით, სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მეორე მცდელობა იყო და ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს.