"ომის კვლევის ინსტიტუტის" (ISW) ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები ფრონტის სულ მცირე 3 სექტორში კონტრშეტევას აგრძელებენ.
"უკრაინის ჯარები კონტრშეტევით ოპერაციებს ფრონტის სულ მცირე 3 სექტორში აგრძელებენ. მათ ტერიტორიული მიღწევები აქვთ. გუშინ, რუსეთის ჯარებმა შეტევა დონეცკის რეგიონის დასავლეთით წამოიწყეს, მას შემდეგ, რაც უკრაინელმა სამხედროებმა ვრემოვსკის მახლობლად ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს", - აცხადებს ISW.
ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, რუსულ ძალებს ბოლო კონტრშეტევებისას რაიმე დადასტურებული ტერიტორიული მოგება არ აქვთ. ზოგიერთი რუსული წყარო იტყობინება, რომ რუსულმა ძალებმა მაკაროვკა დაიბრუნეს. თუმცა, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ 12 ივნისის მდგომარეობით, უკრაინის ჯარები კვლავ აკონტროლებენ მაკაროვკას.
"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვართან სახმელეთო შეტევები განახორციელეს და 12 ივნისის მდგომარეობით, გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს", –აცხადებს ISW.