ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) წერს, რომ მათ ჯერჯერობით არ აქვს მტკიცებულებები იმის შესახებ თუ რა მოხდა კახოვკის ჰესზე 6 ივნისს და ვერ აფასებს პასუხისმგებლობის საკითხს დამოუკიდებლად, თუმცა ISW-ს თანახმად, მტკიცებულებათა ბალანსი, არგუმენტაცია და რიტორიკა მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა განზრახ დააზიანა კაშხალი.
"აშშ-სა და ევროპელი ოფიციალური პირების განცხადებები ზოგადად შეესაბამება ISW-ის 2022 წლის ოქტომბრის პროგნოზს, რომ რუსებს უფრო დიდი და მკაფიო ინტერესი აქვთ დნეპრის მარცხენა სანაპიროს დატბორვით, მიუხედავად იმისა, რომ დაიტბორა მათი მომზადებული თავდაცვითი პოზიციები და ძალები.
2022 წლის 21 ოქტომბერს ISW წერდა, რომ უკრაინას არ აქვს მატერიალური ინტერესი კაშხლის აფეთქებით და ვარაუდობდა, რომ ასეთ შემთხვევაში 80 დასახლება დატბორვის საფრთხის ქვეშ დადგებოდა.
ISW ასევე წერდა, რომ რუსეთმა შეიძლება წყალდიდობა გამოიყენოს მდინარე დნეპრის გასაფართოებლად და უკრაინის კონტრშეტევების მცდელობების გასართულებლად.
რუსულ წყაროებში გამოხატავდნენ ინტენსიურ და აშკარა შეშფოთებას იმის გამო, რომ უკრაინა ემზადებოდა მდინარის გადასაკვეთად და კონტრშეტევისთვის ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ სანაპიროზე.
6 ივნისს რუსი სამხედრო ბლოგერების ვიდეოები, ვარაუდობს, რომ წყალდიდობამ წაიღო უკრაინის პოზიციები დნეპროს სანაპირო ზოლთან და აიძულა უკრაინული ფორმირებებს ევაკუაცია", - ნათქვამია მოხსენებაში.