ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) პროგნოზით,კრემლი ტრამპის სამშვიდობო გეგმის უარყოფისთვის ემზადება. ISW-ის ანგარიშის მიხედვით, დღეს, ვლადიმერ პუტინისა და თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრის დროს კრემლის ლიდერი, სავარაუდოდ, უარყოფს აშშ-უკრაინის ერთობლივ სამშვიდობო წინადადებას.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთი განზრახ თავს არიდებს მოლაპარაკებების შესახებ საჯარო განცხადებებს.
კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი "არ აპირებს მეგაფონით მოლაპარაკებებს".
ISW-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსეი ჩეპამ უკვე განაცხადა, რომ ამერიკულმა დელეგაციამ უნდა "დაადასტუროს ფუნდამენტური ხასიათი" იმ შეთანხმებებისა, რომლებიც, სავარაუდოდ, 2025 წელს ალასკაში, აშშ-რუსეთის სამიტზე იქნა მიღწეული.
ISW-ის ცნობით, კრემლის ოფიციალური პირები მუდმივად უარყოფენ როგორც 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას, ასევე მის ადაპტირებულ ვერსიებს, რადგან ისინი არ ითვალისწინებენ რუსეთის "მაქსიმალისტურ სამხედრო მოთხოვნებს".








