რუსმა მესაზღვრეებმა სომხეთი-ირანის საზღვარზე მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტი დატოვეს. ამის შესახებ ISW-ის (ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი) ანგარიშშია ნათქვამი.

30 დეკემბერს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის სასაზღვრო ძალები საზღვარს რუსი მესაზღვრეების გარეშე აკონტროლებენ.

5 თვით ადრე გაუქმდა ერევნის აეროპორტში მდებარე რუსული საკონტროლო-გამშვები პუნქტი.

ირანის საზღვარზეც და ზვართნოცის აეროპორტშიც რუსული საკონტროლო-გამშვები პუნქტები 1994 წელს, ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ გაიხსნა.