ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების – რეგიონის ელექტროენერგიის, საკვებისა და საწვავის გარეშე დატოვების ბრძანება გასცა.
გალანტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა "ებრძვის ცხოველებს" და ამიტომაც "იქცევა ასე".
"ჩვენ მეტს მოგიტანთ, როდესაც გამარჯვებას მივიღებთ", - თქვა მან.
საომარი მოქმედებები 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც "ჰამასმა" ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. 7 ოქტომბერს ისრაელმა ღაზაზე საპასუხო დარტყმები დაიწყო. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.