ამის შესახებ ინფორმაციას timesofisrael ავრცელებს
ისრაელის სასაზღვრო დასახლებებზე „ჰამასის" თავდასხმების შედეგად დაღუპულთა სავარაუდო რიცხვი დილისთვის არსებული 300-იდან შუადღისას მკვეთრად გაიზარდა 600-მდე, - წერს timesofisrael-ი.
მოხალისეთა ჯგუფის ZAKA-ს სპიკერმა, რომელიც ტერორისტული თავდასხმების შემდეგ გვამებსა და ადამიანთა ნაშთებს ამუშავებს, განუცხადა ებრაულ მედიას, რომ 600-ზე მეტი ისრაელი დაიღუპა.
ცხედრები მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ისრაელის ჯარებმა „ჰამასის" მებრძოლები სასაზღვრო დასახლებებიდან განდევნეს.
პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაშავებულთა რაოდენობა რაოდენობა 2000-ზე მეტია. „ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილ სამხედროთა და მშვიდობიან მოსახლეთა რიცხვი 100-ზე მეტია.
ისრაელის თავდაცვის ძალების მთავარი სპიკერის, კონტრადმირალ დანიელ ჰაგარის მიერ დილით გაკეთებული განცხადების თანახმად, „ცახალმა" ღაზას სექტორში 500 საჰაერო თავდასხმა განახორციელა და მოკლა სულ მცირე 400 ტერორისტი".