"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) პრეზიდენტი დენიელ ტვინინგი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკელი სენატორის როჯერ უიკერის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთი ხარვეზიანი არჩევნები შეუძლებელს ხდის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.
"ძლიერი სიტყვები ძლიერი სენატორისგან. იმედია, საქართველოს ხელმძღვანელობა ხვდება, რა დევს სასწორზე - რადგან ქართველების 90%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, რასაც ასეთი ხარვეზიანი არჩევნები შეუძლებელს ხდის", - წერს IRI-ს პრეზიდენტი.
Powerful words from a powerful Senator. Hope the leadership of 🇬🇪 understands what is at stake — since 90% of Georgians want to join 🇪🇺, which such a flawed election makes impossible https://t.co/Thmm2AfcXR
— Daniel Twining 🇺🇦 (@DCTwining) October 31, 2024
ამერიკელმა სენატორმა როჯერ უიკერმა განაცხადა, რომ იზიარებენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აზრს, რომ ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი და ხალხის ნებას არ ასახავდა.
მისი შეფასებით, ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, ქართველმა ხალხმა ფარსი მიიღო.