თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერს ნიკა მელიას. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული გირაოს  შეცვლაზე მსჯელობს.

„მოკლედ ვიტყვი, საზოგადოებამ რომ იცოდეს. საღამოს 09:00 საათზე ვიყავი ორი მანქანით ლისის მიმდებარედ, სოციალურ პლატფორმაზე გადაცემა არის და მივდიოდი მონაწილეობის მისაღებად. იქ მისვლამდე მოხდა ჩემი გატაცება და არა დაკავება. გაგვაჩერა საპატრულო პოლიციამ, მძღოლს სთხოვა მართვის მოწმობა და ცხადი იყო, რომ ყველაფერი აინტერესებდა, მოწმობის გარდა. ამ პროცესში მის რაციაში გაისმა ხმა, ობიექტი თუ იჯდა მანქანაში. 11 ადამიანი იყო სამარშრუტო ტაქსიში, ვინც გამიტაცა. არანაირი ნიშანი არ ჰქონდათ, რომ ისინი პოლიციელები იყვნენ. როცა პირს აკავებ, უნდა განუმარტო, რა ხდება. მე გამიტაცეს გუშინ, წამართვეს ტელეფონი. ერთ-ერთს ჰქონდა სურვილი, გაეხსნა ტელეფონი. არავინ ვიცით, რატომ მოხდა ეს. გუშინ თავი მოიკალით და დღეს ჩანიშნეთ პროცესი. ფორმალურად 12:00 საათამდე მქონდა გირაოს გადახდის ვადა, 09:00 საათზე გაიტაცეს ის ადამიანი, ვინც ახლა გელაპარაკებათ. ახლა მეკითხებით, რატომ არ ვიხდი გირაოს, მაგრამ არ გაინტერესებ, რატომ ვარ აქ? ან ვინ გამიტაცა? არათუ არ იღებდნენ გატაცების მომენტს, ჩემს ორივე მანქანაში არის ვიდეოჩამწერი, ოთხივე ჩამწერი არის გატეხილი და გატაცებული, რომ არ გენახათ ჩანაწერი. ეს არის რეალობა, რაც მოხდა და ახლა თქვენ უნდა იმსჯელოთ, ვინ არის მტყუანი და მართალი? რა სამართალი უნდა დაადგინოთ თქვენ? კითხვა არ გიჩნდებათ, როგორ აღმოვჩნდი აქ? ათასობით ადამიანი მოჰყავდათ აქ ნაცემი და დალეწილი, იმათ არ ეკითხებოდით, ვინ აწამა და ისე უშვებდით პატიმრობაში“, – განაცხადა ნიკა მელიამ სხდომათა დარბაზში

 მოსამართლე  სხდომის დაწყებამდე ნიკა მელიას ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მისი აცილების შუამდგომლობა, რაზეც მელიამ უპასუხა: „უდიდესი სურვილია, ყველასი – თქვენი, მურუსიძის, ჩინჩალაძის. პროცესიდან არა, ზოგადად, სისტემიდან, ჯანდაბისკენ“.

ნიკამელია მოსამართლეს წყლის ბითლიდან წყალი შეასხა, რის შემდეგ ის დარბაზიდან გააძევეს. 

ცნობისთვის,  ნიკა მელია გუშინდელ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.  მოგვიანებით კი დაწერა:  "ჩემი დღევანდელი პროცესი.არც პროკურორები მივიდნენ“მოსართლემ” შემდეგი სხდომა ხვალ 14:00 ჩანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატმა მისი სხვა პროცესების გამო, ორშაბათისთვის ითხოვა გადატანა - არც ხვალ მივალ." - წერს ნიკა მელია "ფეისბუკში".

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსიდან რამდენი საათის შემდეგ ნიკა მელია დააკავეს. 

როგორც "აიპრესს " შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ნიკა მელია სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ნიკა მელია კანონით დადგენილი წესით წარედგინება სასამართლოს."

ნიკა მელიას ადვოკატმა  გიორგი კონდახიშვილი მედიასთან განაცხადა: "ოფიციალურად მივმართეთ სასამართლოს წერილობით და მოვითხოვეთ, ვინაიდან ნიკა მელია დაკავებულია უკანონოდ, გატაცებული პოლიციის თანამშრომლების მხრიდან, მოვთხოვეთ სასამართლოს, უზრუნველყოს მისი ეტაპირება დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც ნიკა მელიას მიეცემა შესაძლებლობა დეტალებში მოჰყვეს იმ კრიმინალურ აქტზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ, მასთან მიმართებით პოლიციის ათეულობით მუშაკის მხრიდან".

ნიკა მელია საბადრაგო სამსახურმა სასამართლო სხდომაზე მოიყვანა. 

 ნიკა მელიამ 2025 წლის 23 მაისს განაცხადა: 29 მაისს სასამართლოში ვარ დაბარებული, მივიღე გადაწყვეტილება, არ მივიდე, ამას ხალხის პატივისცემის გამო გავაკეთებ

2025 წლის 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვალდებულება გუშინ  ამოეწურა.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ 2025 წლის 28 აპრილს ბრალი წარუდგინა.

შეგახსენებთ, 2025 წლის 17 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ "ახალი"-ს ლიდერს ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე  აღკვეთის ღონისძიების სახედ 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.