საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ პატარძეულში "გოგლაობის" სახალხო დღესასწაულს დაესწრო."
დღეს, პატარძეულის და სრულიად კახეთის ზეიმია, გამოჩენილი ქართველი მწერლის, გიორგი ლეონიძის დაბადებიდან 125 წელი გავიდა. სახალხო დღესასწაულს ტრადიციულად, გოგლა ლეონიძის სახლმუზეუმში აღვნიშნავთ.კიდევ ერთხელ გაცოცხლდა "ნატვრის ხის" ყველა პერსონაჟი, კიდევ ერთხელ გაჟღერდა ბუმბერაზი მწერლის სიტყვაკაზმული და რიხიანი ხმა.გოგლამ შექმნა ეპოქა და ჩვენ, მისი თანამემამულე საგარეჯოელები ამაყად და ამავდროულად, მოწიწებით დავაბიჯებთ პოეტის ნატერფალებზე და გოგლას გულიდან მოწურულ თითოეულ სტრიქონს ვეთაყვანებით.მოხარული ვარ, რომ ბოლო რამდენიმე წელია სტუმრების მასპინძელი ვარ.ყოველ წელს ახალ-ახალი ისტორიებისა და მოგონებების მომსწრენი ვხდებით, რა დალევს გოგლას ცხოვრების ფრაგმენტებს, რა ამოწურავს მისი შემოქმედების ირგვლივ საუბარს. ეს წლიდან წლამდე გამოყოლილი ემოციაა და მოუთმენელი მოლოდინი ახალი დღესასწაულის", - აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა.ღონისძიებას საქართველოს მწერალთა კავშირის წარმომადგენლები და გოგლა ლეონიძის შთამომავლები ესწრებოდნენ.