„ქართული ოცნების” დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე, თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.

შემთხვევა 17 მაისს მოხდა, როდესაც კაფეში მყოფ დეპუტატთან აქტივისტები მივიდნენ და მიმართეს შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „ძირს რუსული რეჟიმი“. მარიამ ლაშხმა, რომელიც მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. თავად მარიამ ლაშხი შემთხვევის შემდეგ აცხადებდა, რომ მათი ქმედება იყო უხეში დარღვევა ბავშვთა უფლებების კოდექსის მრავალი მუხლის. მისი შეფასებით, ეს იყო არა მხოლოდ საჯარო მოხელეზე, არამედ ღირებულებებზე თავდასხმა.