სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობა და იმსჯელეს ახალ ინიციატივებსა და პროექტებზე.
შეხვედრას ტერიტორიული სააღსრულებო ბიუროების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.
იუსტიციის მინისტრმა და მოადგილეებმა, ასევე, დაათვალიერეს მოქალაქეთა საკონსულტაციო სივრცეები; ადგილზე გაეცნენ თანამშრომელთა სამუშაო პირობებსა და მათ საჭიროებებს.