ირანის ხელისუფლებამ ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნარგეს მოჰამადი დააკავა. ინფორმაციას მისი ფონდი მოჰამადის ძმაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მოჰამადი უსაფრთხოების და პოლიციის ძალებმა ხოსრო ალიკორდის ხსოვნის ცერემონიაზე ძალადობრივად დააკავეს.

ალიკორდი იყო იურისტი, რომელიც ცოტა ხნის წინ საკუთარ ოფისში იპოვეს გარდაცვლილი.მოჰამადის მეუღლის ცნობით, მის გარდა, ამ ცერემონიალზე სხვებიც დააკავეს.

ირანის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ადამიანის უფლებათა დამცველი იურისტი, მოჰამადი ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი 2023 წელს გახდა.