აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას CNBCავრცელებს.

"მინდოდა, მადლობა გადამეხადა ყველასთვის. ჩემთვის თქვენთან მუშაობა დიდი პატივი იყო. მადლობა ყველაფრისთვის", - განაცხადა მასკმა მთავრობის სხდომაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მილიარდერმა ბევრ რამეზე თქვა უარი და მას ძალიან არასამართლიანად ეპყრობოდნენ.

"მათ ჩემი მანქანების დაწვა მოსწონთ, რაც კარგი არ არის", - თქვა მასკმა, იგულისხმა კომპანია Tesla-ს მიერ გამოშვებული ავტომობილების წინააღმდეგ ჩადენილი ვანდალიზმის ფაქტები.