პლანეტის უმდიდრესი ადამიანისა და აშშ-ს ფედერალური მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DoGE) კურატორის აზრით, ევროკავშირი და ამერიკა ერთმანეთთან ვაჭრობაზე ნულოვანი ტარიფები უნდა დააწესონ. ამის შესახებ მასკმა ფლორენციაში, იტალიის ვიცე-პრემიერის, მატეო სალვინის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა. 

"ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ყველა შეთანხმდება იმაზე, რომ იდეალურ შემთხვევაში ევროკავშირი და ამერიკა ნულოვანი ტარიფების მოცემულობაზე გადავლენ. პრაქტიკულად უნდა შეიქმნას თავისუფალი ეკონომიკური ზონა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის. 

2 აპრილს, რომელსაც თავად პრეზიდენტი ტრამპი "ამერიკის გათავისუფლების დღეს" უწოდებს აშშ-მ სავაჭრო ტარიფები დაუწესა სულ 185 ქვეყანას. მათ შორის ევროკავშირიდან იმპორტზე 20%, ჩინეთიდან იმპორტზე 34%, ინდოეთიდან 40%. 

ამერიკის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ტარიფები სარკისებურია, თუმცა რეალურად ანგარიში ქვეყნებს შორის სავაჭრო დეფიციტის მონაცემებით გამოითვალეს.