აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ილონ მასკმა ფანტასტიკური სამუშაო შეასრულა, თუმცა ის არაფერში სჭირდება და უბრალოდ მოსწონს.
"ილონი არაფერში მჭირდება, გარდა იმისა, რომ მომწონს, მან ფანტასტიკური სამუშაო შეასრულა", - თქვა ტრამპმა.
მისივე თქმით, მას არ სჭირდება Tesla-ს ავტომობილი, მიუხედავად იმისა, რომ გასულ თვეში შეიძინა.
"მე დიდი თანხა გადავიხადე ამ მანქანაში, მაგრამ თეთრი სახლის თანამშრომლებს ვაძლევ მისი გამოყენების საშუალებას. მე ეს გავაკეთე ილონის მხარდასაჭერად. ბევრმა ადამიანმა გააკეთა იგივე. ეს არის მხარდაჭერის გამოხატვა, რადგან მან ფანტასტიკური სამუშაო შეასრულა, თუმცა სათანადოდ არ ეპყრობიან", – განაცხადა ტრამპმა.