ჰორმუზის სრუტე ყველა გემისთვის, მათ შორის, ნავთობტანკერებისა და კომერციული გემებისთვის დაიხურა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სრუტეში შესვლის მცდელობისას ნებისმიერი გემი თავდასხმის სამიზნე გახდება.

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ კომერციული გემები სრუტეში მოძრაობას განაგრძობენ.

მანამდე, აშშ-მა ირანზე "თავდაცვითი დარტყმების" ახალი ტალღა განახორციელა. ცენტრალური სარდლობის ცნობით, თავდასხმის სამიზნე ირანის სამხედრო სათვალთვალო შესაძლებლობები, საკომუნიკაციო სისტემები და საჰაერო თავდაცვის ობიექტები გახდა