აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით ამერიკულმა არმიამ ირანის ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმები განახორციელა.

"აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა დღეს, უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებით, ირანში რამდენიმე სამიზნეზე დამატებითი თავდაცვითი დარტყმები დაიწყეს. დარტყმები ირანის დაუსაბუთებელი და განგრძობითი აგრესიის საპასუხოდ განხორციელდა", – აღნიშნულია განცხადებაში.

ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, სამხედრო ოპერაციის მიზანია თეირანის იძულება, დადოს სამშვიდობო შეთანხმება.