ჰაიფაში, მერიდიანის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე ისრაელის თავდაცვის ძალებმა წყალქვეშ არსებული საბრძოლო მასალა გაანადგურეს
ქალაქის მაშტაბით ძლიერი აფეთქების ხმა ისმოდა. ბენი განცმა ღაზას სექტორის მოსახლეობას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ვინც ხელს შეუწყობს მძევლების გათავისუფლებას, დაცულები და ხელშეუხებლები იქნებიან.აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი ისრაელისთვის 14,3 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფის შესახებ.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.