ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ყველაზე დიდი კოლონა - 33 სატვირთო მანქანა - შევიდა, მას შემდეგ, რაც რეგიონში დახმარების მიწოდება განახლდა.

გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის ცნობით, ეგვიპტესთან რაფაჰის სასაზღვრო პუნქტი 33 სატვირთო მანქანამ გადაკვეთა და ღაზის სექტორის მოსახლეობას საკვები, წყალი და მედიკამენტები ჩაუტანა.

21 ოქტომბერს მიწოდების განახლების შემდეგ რაფაჰის გავლით ღაზაში სულ 117 სატვირთო მანქანა შევიდა. როგორც გაერო აცხადებს, ეს ძალიან ცოტაა: ღაზას გაცილებით დიდი რაოდენობით სასწრაფოდ სჭირდება საკვები, მედიკამენტები და საწვავი საავადმყოფოებისთვის.