ღაზას სექტორში ათასობით პალესტინელი შეიჭრა დეირ ელ ბალის სიდიდით მეორე ჰუმანიტარული დახმარების ცენტრში, სადაც გაეროს გაგზავნილი ტვირთის განაწილება ხდება. გაეროს პალესტინელი ლოტლვილების საქმეთა სააგენტოს განცხადებით, ცენტრში შეჭრა დღისით მოხდა. იუწყება BBC

მიტაცებულ პროდუქციას შორის არის ხორბლის ფქვილი და სხვა სურსათი ასევე ჰიგიენის საშუალებები, თუმცა სააგენტო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცენტრიდან საწვავი არ წაუღიათ.

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენლის აბირ ეტეფას განცხადებით, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ცენტრებზე თავდასხმა მოსალოდნელი იყო, რადგან ადამიანები უმძიმეს პირობებში იმყოფებიან.

როგორც მან BBC-ის განუცხადა, ინტერნეტსა და სატელეფონო სერვისებზე წვდომის შეფერხებამ სავარაუდოდ ხელი შეუწყო საწყობებისა და გამანაწილებელი ცენტრების ძარცვას. მისი თქმით, გაერო იძულებული გახდა საკვები პროდუქტების გაცემა შეეჩერებინა, რადგან ადგილებზე მყოფ ჯგუფებთან კომუნიკაციას ვერ ახერხებდა.

„დღეს ჩვენ განვაახლებთ მუშაობას, რადგან კომუნიკაცია ეტაპობრივად აღდგება“, - განაცხადა მან.

ამ დროისათვის ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთით 80 სატვირთო მანქანა შევიდა.