აშშ არ აგზავნის ჯარს ისრაელში ან ღაზაში, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.
„ჩვენ არ გვაქვს განზრახვა და არც გვაქვს რამე გეგმები საბრძოლო ჯარების ისრაელში ან ღაზაში გაგზავნის შესახებ“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.
მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს ისრაელს აღჭურვილობითა და რჩევებით, მაგრამ არ ეუბნება, როგორ აწარმოოს ომი.