რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ არსებული ზოგიერთი საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები გამოაქვეყნა. ერევნის საარჩევნო უბნებზე, ისევე როგორც ევროპის დიდ ქალაქებში, ვლადიმირ პუტინმა წააგო ვლადისლავ დავანკოვთან, რომელმაც საპროტესტო ამომრჩევლის ნაწილი შეკრიბა.

სადაც მოიგო დავანკოვმა:

ერევანი: დავანკოვი (49,85%), პუტინი (32,87%)

ვარშავა: დავანკოვი (51,01%), პუტინი (19,78%)

პრაღა: დავანკოვი (59,89%), პუტინი (15,68%)

ჰააგა: დავანკოვი (56,88), პუტინი (15,22%)

ვილნიუსი: დავანკოვი (39,22%), პუტინი (29,74%)

ჰაიფა: დავანკოვი (40,82%), პუტინი (33,93%)

სადაც გაიმარჯვა პუტინმა:

ბაქო: პუტინი (77,26%), დავანკოვი (14,23%)

ბიშკეკი: პუტინი (73,81%), დავანკოვი (18,94%)

გენუა: პუტინი (70,86), დავანკოვი (19,55%)

ფჰუკეტი: პუტინი (48,24%), დავანკოვი (38,93%)

სეული: პუტინი (41,47%), დავანკოვი (39,65%)

სოფია: პუტინი (59,93%), დავანკოვი (28,01%)

ტალინი: პუტინი (75,22%), დავანკოვი (12,76%)

ტაშკენტი: პუტინი (57,95%), დავანკოვი (31,92%)

შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა ყველა მიმართულებით. არ არსებობს მონაცემები, მაგალითად, ბერლინის, თელ-ავივის, პარიზის, ალმათის, ლისაბონის, ბელგრადის, დუბაის საარჩევნო უბნებიდან.

როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რამდენიმე ასეული რუსი, რომლებიც რუსეთიდან საქართველოში გადმოვიდნენ საცხოვრებლად უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ბოლო დღეებში თბილისიდან და ბათუმიდან სპეციალურად გაემგზავრნენ ერევანში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მისაცემად.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა. მან ხმების 87,3% მიიღო ოქმების 99,7%-ის დათვლის შემდეგ. ეს მისი მეხუთე ვადა იქნება, რომელიც 2030 წელს დასრულდება.