უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების რუსულ იმიტაციას ლეგიტიმაცია არ აქვს, ხოლო ვლადიმირ პუტინმა მოღვაწეობა ჰააგაში განსასჯელის სკამზე უნდა დაასრულოს.

„მსოფლიოში ყველა მიხვდა, რომ ეს მოღვაწე, როგორც ეს ხშირად ყოფილა ისტორიაში, უბრალოდ დაავადდა ძალაუფლებით და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სიცოცხლის ბოლომდე მართავდეს. არ არსებობს ბოროტება, რომელსაც ის არ ჩაიდენს პირადი ძალაუფლების გახანგრძლივების მიზნით. მსოფლიოში არავინ არის, ვინც ამისგან დაცული იქნება.

მას მხოლოდ ერთი რამის - სამართლიანობის ეშინია. არჩევნების ამ იმიტაციაში ლეგიტიმაცია არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. ამ პოლიტიკოსმა ჰააგაში განსასჯელის სკამზე უნდა დაასრულოს მოღვაწეობა. ეს არის ის, რაც უნდა უზრუნველვყოთ ჩვენ ყველამ, ვინც მსოფლიოში, სიცოცხლეს და პატიოსნებას პატივს სცემს.“, - განაცხადა ზელენსკიმ.