უკრაინული მედიის ცნობით, გამთენიისას რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
კიევს მერმა ვიტალი კლიჩკომ მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.
მისვე ცნობით, ჩამოგდებული რუსული რაკეტების ნამსხვრევები კიევის 3 რაიონში ჩაცვივდა. გოლოსეევის რაიონში მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა, დაშავდა ორი ადამიანი. მისივე ინფორმაციით, რაკეტის ნამსხვრევები მოხვდა საცხოვრებელი სახლის სახურავს დნიპროს რაიონში, საოლომენის რაიონში კი ხანძარი გაჩნდა. ადგილზე საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.