11 დეკემბრის დილის მდგომარეობით, ზაპოროჟიეზე რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა.

ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, ასევე დაშავებულია 22 ადამიანი.

ამჟამად სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია ქალაქის ყველა საგანგებო სამსახური.

ბოლო მონაცემებით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, 5 ადამიანი იყოს მოყოლილი.

ზაპოროჟიეზე თავდასხმა რუსებმა 10 დეკემბერს განახორციელეს.  ოკუპანტების დარტყმის შედეგად და დაინგრაკლინიკა და დაზიანდა მიმდებარე შენობები.