"საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ლიეტუვის მხარდაჭერა ურყევი რჩება", - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში წერს.

"16 წლის წინ რუსეთის საქართველოში შეჭრა იმპერიალისტური ექსპანსიონიზმის ძველი ნიმუშის ნაწილი იყო, როდესაც უხეში ძალა საერთაშორისო სამართალსა და წესრიგს ფეხქვეშ თელავს. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ლიეტუვის მხარდაჭერა ურყევი რჩება", –  წერს ლანდსბერგისი.